| |
|
|
| |
საქართველოს შესახებ
საქართველო მდებარეობს ამიერკავკასიის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში. ჩრდილოეთით მას გარს აკრავს კავკასიის მთავარი ქედი , აღმოსავლეთით და სამხრეთით - მთავარი ქედის შტოები. დასავლეთ ნაწილში კი საქართველო გარშემორტყმულია შავი ზღვით. საქართველოზე გადიოდა აბრეშუმის გზა, რომელიც აკავშირებდა ერთმანეტს აზიასა და ევროპას. ჩრდილოეთით საქართველო ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას, სამხრეთ-აღმოსავლეთით - აზერბაიჯანს, ხოლო სამხრეთით საქართველო სომხეთსა და თურქეთს. ქვეყნის ცენტრალური რეგიონია ქართლი. "ქართველი" და ქვეყნის სახელი "საქართველო" ამ სიტყვიდან წარმოიშობა.
ქართველები მსოფლიოს ერთერთი უძველესი ერია. უნიკალური ქართული ენა ჩვ. წ. აღ-მდე მესამე ათასწლეულში გაჩნდა. მას გამოეყო სასაუბრო ენები სვანური (მეორე ათასწლეულში) და მეგრული (პირველ ათასწლეულში). ქართული სალიტერატურო ენა სწორედ ძველ ქართულ ენას ეფუძნება, რომელიც შემდეგ განვითარდა ხელსაყრელი ბუნებრივი პირობების, მრავალფეროვანი ბუნებისა და ადგილმდებარეობის ხელშეწყობით, სადაც სხვადასხვა ეპოქაში უდიდესი ცივილიზაციები კვეთდნენ ერთმანეთს. აღმოსავლეთისა და დასავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის დამაკავშირებელი გზები განსხვავებული ინტენსივობით ფუნციონირებდა ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე. საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა ერთის მხრივ ხელსაყრელი ფაქტორი იყო სხვადასხვა ცივილიზაციებთან კავშირებისთვის, მეორეს მხრივ კი იგი მოქცეული იყო უდიდესი იმპერიების ინტერესესის ქვეშ.
|
|
| |
თბილისი
თბილისი საქართველოს დედაქალაქი და ამავე დროს საქართველოს ყველაზე დიდი ქალაქია. თბილისს, რომე ლიც გაშენებულია მდინარე მტკვრის გარშემო, 726 კვ. კმ ფართობი უჭირავს, მისი მოსახლეობის რაოდენობა, 2006 წლის მონაცემებით, 1.480.000 ადამიანს აღწევს. ეს ქალაქი, მნიშვნელოვანი ინდუსტრიული,სოციალური და კულტურული ცენტრი, დაარსდა მე -5 საუკუნეში ქართლის (იბერიის) მეფის ვახტანგ გორგასლის მიერ, ხოლო დედაქალაქად გარდაიქმნა მე-6 საუკუნეში. ქალაქის ძველ ნაწილში მრავალი ეკლესია და ისტორიული ძეგლია, ასევე მუზეუმები, ვიწრო ქუჩები და ძველი სახლები ამ ქალაქისთვის დამახასიათებელი ხის, ღია და ფართო აივნებით. ყურადღებას იპყრობს ქალაქის მთის ქედზე აღმართული ქართლის დედის ქანდაკება, რომელიც სტუმრებს ღვინის თასით ესალმება, ხოლო მტრებს ხმალმომარჯვებული ხვდება. ძეგლი საქართველოს სიმბოლოს წარმოადგენს. თბილისის სტუმრებს შეუძლიათ ასევე იხილონ ანჩისხატის ეკლესია (მე -6 ს.), სიონის საკათედრო ტაძარი (მე -7 ს.), ნარიყალას ციხე (მე-4 ს.), სინაგოგა, მეჩეთი, მუზეუმები (ისტორიის მუზეუმი, ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ და ფუნიკულიორი სტუმრებისთვის საინტერესო ადგილებია)
|
|
| |
საქართველოს რეგიონები
მცხეთა - მთიანეთი
მცხეთა - საქართველოს უძველესი ქალაქი, მდებარეობს თბილისიდან ჩრდილოეთით, 20 კმ-ის დაშორები თ, მდინარეების არაგვისა და მტკვრის შესაყართან. ეს ქალაქი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია. მისი მოსახლეობა 2008 წლის მონაცემებით 19,4231 ადამიანია. თავისი ისტორიული მნიშვნელობისა და მრავალი უძველესი ძეგლის არსებობის გამო , მცხეთა გამოცხადებულია ქალაქ-მუზეუმად და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი 1994 წლიდან. ძვ. წ. მე -4 საუკუნიდან ჩვ. წ. აღ-მდე 5 საუკუნის ჩათვლით მცხეთა იყო იბერიის დედაქალაქი. რომელიც წარმოადგენდა მსოფლიოს ერთერთ უძველეს ცივილიზაციას. მცხეთასთან არის დაკავშირებული საქართველოს სახელმწიფოებრიობის ფორმირება და ქრისტიანული რელიგიის გავრცელება. მე-4 საუკუნეში მეფე მირიანმა, რომელზეც დიდი გავლენა იქონია წმ. ნინოს ლოცვებმა და ქადაგებამ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ქრისტიანობა მთავარ რელიგიად გამოაცხადა. დღემდე მცხეთა რჩება საქართველოს რელიგიურ ცენტრად. დღეს იგი დედაქალაქი აღარ არის, თუმცა იგი ქვეყნის სულიერების ცენტრი, ორი დიდებული ტაძრის სვეტიცხოველისა (1010-1029) და ჯვრის მონასტრის (586-604) ადგილსამყოფელია.
|
|
| |
კახეთი
კახეთი აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონია. მას ჩრდილოეთით ესაზღვრება საქართველოს მთიანი რეგიონი თუშეთი და დიდი კავკასიონის ქედი, აღმოსავლეთით და სამხრეთით აზერბაიჯანი, ხოლო დასავლეთით ქართლის რეგიონი. ცივ-გომბორის ქედი კახეთს ორ ნაწილად ჰყოფს: აღმოსავლეთით შიდა კახეთია, ხოლო დასავლეთით - გარე კახეთი. აღმოსავლეთ ნაწილის მთავარი მდინარეა ალაზანი, ხოლო დასავლეთის ლორი. დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსიც ამ რეგიონში მდებარეობს.
მე-8 საუკუნის ბოლოდან კახეთი დამოუკიდებელი ფეოდალური ერთეული იყო. გაერთიანებული ქართული სამეფოს ნაწილი იგი მე-11 საუკუნეში გახდა, თუმცა მცირე ხნით.
მხოლოდ მე-12 საუკუნის დასაწყისში საქართველოს მეფე დავით აღმაშენებელმა (1089-1125) კახეთი დანარჩენ საქართველოსთან ერთად გააერთიანა.
საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ,1460 წელს კახეთი დამოუკიდებელი სამეფო გახდა. 1762 წელს, კახეთის სამეფო გაერთიანდა მის მომიჯნავე ქართლის სამეფოსთან. ქართლ-კახეთის სამეფოს დედაქალაქი გახდა კახეთისა და ჰერეთის დედაქალაქი თელავი. სპარსეთის ხშირმა შემოსევებმა ორივე სამეფო დაასუსტა. 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიას შეუერთდა.
1918-1921 წ.წ. კახეთი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაწილი იყო. 1922-1936 წ.წ. ამიერკავკასიის სსფრ-ს,1936-1991 წ.წ. საქართველოს სსრ-ს ნაწილი. 1991 წლიდან კი დამოუკიდებელი საქართველოს ნაწილია.
საქართველო მეღვინეობის უძველესი აკვანია. ყურძნის პირველი კულტურული სახეობები აქ წარმოიშვა. უნიკალური გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და შესაფერისი ნიადაგი ხელსაყრელ პირობებს უქმნის მევენახეობის და მეღვინეობის განვითარებას.
კახეთის მევენახეობის ისტორია სათავეს იღებს ძვ. წ. VI ათასწლეულში. არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ყურძნის ნარჩენები ზემოთაღნიშნული პერიოდით თარიღდება და ის უძველესია მსოფლიოში, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველო არის ვაზის სამშობლო. მეცნიერთა აზრით, თავად სიტყვაც „ღვინო“ ამას ადასტურებს. მსოფლიოში გავრცელებული ყურძნის 2000 სახეობიდან 500 ქართულია.
კახეთის ტურისტული ინფრასტრუქტურა სწრაფად ვითარდება, რადგან მას რიცხობრივად ყველაზე მეტი ტურისტი სტუმრობს. ზოგს შეუძლია აირჩიოს პატარა კომფორტული სასტუმრო, ზოგს კი საოჯახო სასტუმროები. სიღნაღი და თელავი ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქალაქებია. სიღნაღის რენოვაცია 3 წლის წინ განხორციელდა.
|
|
| |
Сванети
სვანეთი, საქართველოს ისტორიული რეგიონი, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. 3 -5 ათას მეტრიანი მწვერვალებით გარშემორტყმული სვანეთი კავკასიაში ყველაზე მაღალი დასახლებული ტერიტორიაა. კავკასიის ათი უმაღლესი მწვერვალიდან ოთხი ამ რეგიონში მდებარეობს. აქვეა საქართველოს ყველაზე მაღალი მწვერვალი შხარა (5,201 მ.) სვანეთშია ასევე მწვერვალები: თეთნულდი (4,974 მ.), შოთა რუსთაველი (4,960 მ.), უშბა (4,710 მ.).
სვანეთის კლიმატი ნოტიოა და მასზე გავლენას ახდენს შავი ზღვიდან შემოსული ჰაერის მასები. ხშირი ნალექი სვანეთისთვის დამახასიათებელია, განსაკუთრებით ზამთარში. ზოგჯერ თოვლის საფარი 5 მეტრს აღწევს. ამ რეგიონში ხშირია ზვავსაშიშროებაც.
სვანეთის მკვიდრი მოსახლეობა სვანებია, ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. სვანები მე-4 საუკუნიდან მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან, თუმცა ამ რეგიონში შემორჩენილია აგრეთვე კერპთაყვანისმცემლობის ელემენტებიც. საქართველოს მფარველი წმ. გიორგი სვანეთშიც ყველაზე პატივსაცემი წმინდანია. სვანებმა მრავალი ტრადიცია და ძველი დღესასწაული შეინარჩუნეს, მათ შორის „ლამპრობა“. სვანები განსაკუთრებულ პატივს სცემენ უფროს თაობას. სვანები საუბრობენ როგორც ქართულ, ასევე სვანურ ენაზე, რომელსაც დამწერლობა არ გააჩნია. სვანური, მეგრული და ლაზური ენა ქართულთან ერთად ქართველური ენების ჯგუფში შედიან.
სვანეთი ცნობილია თავისი არქიტექტურული საგანძურითა და თვალწარმტაცი პეიზაჟებით. ამ კუთხის ბუნება მიმზიდველია ტურისტებისთვის. სვანური კოშკები, რომლებიც აგებულია მე-9-12 ს.ს.-ში მეტად საინტერესოს ხდის ამ მხარეს. აქ უამრავი მართლმადიდებლური ეკლესია და ციხე-სიმაგრეებია. ზემო სვანეთის არქიტექტურული ძეგლები იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.
სვანურმა კულტურამ შეინარჩუნა შესანიშნავი სვანური ცეკვისა და პოლიფონიური სიმღერის ტრადიცია.
|
|
| |
თუშეთი

თუშეთი მდებარეობს დიდი კავკასიონის მთების ჩრდილოეთ ფერდობზე. მას ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაციაში შემავალი რესპუბლიკები: ჩეჩნეთი და დაღესტანი. სამხრეთით და დასავლეთით კი კახეთი და ფშავ-ხევსურეთი ესაზღვრება. თუშეთის მკვიდრი მოსახლეობა ქართველთა ეთნიკური ჯგუფი თუშებისგან შედგება. ისტორიულად, თუშეთი შედგება ალაზნის ველის ოთხი თემისგან. ესენი არიან წოვა, გომეწარი, ჩაღმა და პირიქითი თუშეთი. თუშეთის ცენტრად ითვლება სოფელი ომალო.
თუშებმა წინაპრებისგან შემოინახეს უძველესი ადათ-წესები და სამლოცველოები. ადგილობრივი საცხოვრებელი ნაგებობები წარმოადგენენ თავდასხმებისგან თავდაცვის მიზნით აგებულ ციხე-სიმაგრეებს და ფიქლით ნაგები სახლები. ალპური მდელოებისა და ფიჭვის ტყეების ფონზე იმართება დღესასწაულები, რომელთა უმრავლესობას წარმართობის გავლენაც ეტყობა. მასში მთელი სოფლის მოსახლეობა აქტიურ მონაწილეობას ღებულობს. მეტად საინტერესოა თუშური ხალიჩების და ტანსაცმლის ქსოვის ტრადიცია.
|
|
| |
ხევსურეთი
ხევსურეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე. კავკასიონის ქედი მას ორ ნაწილად ჰყოფს — პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთად. ხევსურეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩეჩნეთი და ინგუშეთი, აღმოსავლეთით — თუშეთი, დასავლეთით — ხევი და გუდამაყარი, სამხრეთით — ფშავი. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ხევსურეთის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის რაიონში და ოთხ თემადაა გაყოფილი: ბარისახოს, გუდანის , შატილის და არხოტის.
სახელწოდება „ხევსურეთი“ შერქმეული აქვს მხარის მთიანი, ხევებიანი ადგილმდებარეობის გამო.
ხევსურეთის ულამაზეს სოფელ შატილში შემორჩენილია საუკუნეების წინ ქვიტკირის სახლები, სადაც დღესაც ცხოვრობს მოსახლეობა. ხევსურეთში საინტერესო ადგილია ანატორი, სადაც განთავსებულია აკლდამები. მე-18 საუკუნეში ამოწყდა ზემოთ ნახსენები სოფელი. ისე, რომ ერთი ადამიანიც არ გავიდა მეზობელ სოფლებში. ინფექცია მოედო სოფელს და რაკი დამმარხავი და აკლდამამდე მიმყვანი აღარავინ რჩებოდა, ავადმყოფი ანატორლები თავისი ფეხით მიდიოდნენ აკლდამაში. ადრე გარდაცვლილებს საწოლი თაროებიდან ძირს გადმოაგდებდნენ და მშიერ მწყურვალნი თვითონ ელოდნენ სიკვდილს. ასეთი თვითდამარხვა კაცობრიობისთვის ალბათ. ეს აკლდამური დაკრძალვის წესი შატილში გვიანობამდე (XX ს-მდე) ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ხევსურებს შეიძლება ჰქონოდათ კავშირი ჯვაროსნებთან, რაც განპირობებული იყო მათი მებრძოლი ხასიათითა და სამოსელზე გამოსახული ჯვრით. |
|